/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / მურად გარუჩავა
(+995) 599 519 310
murad.garuchava@sportuni.ge

მურად გარუჩავა

პროფესორი

განათლება

მურად გარუჩავამ 1973 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ქიმიკოსის კვალიფიკაციით.

ასპირანტურის დასწრებული სწავლების  კურსი გაიარა ქ.ლენინგრადის (სანკტ-პეტერბურგი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე.

1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: 2,4-D-ს მეტაბოლიზმი საკვებ მცენარეებში და მისი გავლენა უჯრედის ცვლის ზოგიერთ პროცესზე.

 სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიის მიერ მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის(03.00.04)   სამეცნიერო ხარისხი.

2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:

ფენოქსიძმარმჟავას წარმოებული ჰერბიციდების ტრანსფორმაცია აგრობიოცენოზში.

საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ გაცემული დიპლომის თანახმად მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის (03.00.04)  ხარისხი..

 

 სამუშაო გამოცდილება

1973-1975წ უნივერსიტეტიდან განაწილებით, ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, უფროსი ტექნიკოსის, უმცროსი მეც.მუშაკი.

1976-1979 დასწრებული სწავლების ასპირანტი, ქ.ლენინგრადი(სანკტ-პეტერბურგი).

1980-2005წ საქართველოს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტის ორგანული და ბიოქიმიის კათედრა,  (უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი).

2005-2018წ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. (ზოოვეტერინარული უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის გაერთიანების შედეგად).

2019-2021წ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული მეცნიერ კონსულტანტი.

2013 წლიდან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი.

 

 დამატებითი ინფორმაცია.

მურად გარუჩავას ბიოქიმიისა და ფუნქციური კვების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, ძირითადად, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში: Scopus-სა და სხვა  ჟურნალში, რომელიც ინდექსირდება: Index Copernicus, Google Scholar, РИНЦ, Academia, ISSN National Centre,   Biblioteka Narodowa, World Cat -ის ბაზებში. აქტიურად მონაწილეობს  აგილობრივი და საზღვარგარეთის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების კონფერენციებსა და სემინარებში. არის რამოდენიმე გრანტის მეცნიერ შემსრულებელი და საავტორო მოწმობის ავტორი. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელი.

მურად გარუჩავა ორი ძირითადი სახელმძღვანელოს ავტორი და სამი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორია.

მურად გარუჩავას სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო არის სპორტსმენთა მომზადების საკითხის კვლევა ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური მეთოდების გამოყენებით სპორტულ ასპარეზობამდე და ასპარეზობის შემდგომ პერიოდში. იკვლევს სპორტსმენებში სტრესისი მოვლენებს, რის შედეგადაც მათში მომხდარი ფიზიკური რეაქცია ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური ცვლილებებით მთავრდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სპორტულ შედეგებზე.

აგრეთვე იკვლევს, სპორტსმენების ფუნქციურ საკვებსა და ერთწლიან საკვებ კულტურებში, ეგზოგენური ორგანული ქსენობიოტიკების ბიოტრანსფორმაციის  მოლეკულურ მექანიზმებს, არატრადიციულ საკვებ  დანამატებსა და    ქიმიურად დაბინძურებული გარემოს მონიტორინგისა და რემედიაციის საკითხებს.

ჩემს შესახებ გაცნობებთ:

  1. 2006-2012 წწ აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტის განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი.
  2. 2014 წლის იანვრიდან დღემდე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.
  3. 2003-2005 წ ზოოვეტერინარულო უნივერსიტეტის სადისერტაციო ნაშრომების დაცვის საბჭოს წევრი.
  4. 2014–2018წ. აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის  ფაკულტეტის სადისერტაციო ნაშრომების დაცვის საბჭოს წევრი.თავმჯდომარე.
  5. 2009წ . აგრარული უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტის   პროფესორ–მასწავლებლების აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კომისიის თავმჯდომარე.
  6. 2014 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, კვების პროდუქტების ხარისხის რისკების შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს  წევრი.
  7. 2007–2012 წ. აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
  8. 2018-2021წ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი.
  9. დაარსებიდან 2019 წლამდე ყოველწლიურად აქტიურად ვმონაწილეობდი ეროვნული გამოცდების მუშაობაში.
  10. 2017წ.ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.