/ სიახლე / გამოცხადდა კონკურსი მობილობისთვის ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში...

გამოცხადდა კონკურსი მობილობისთვის ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

✅გამოცხადდა კონკურსი მობილობისთვის ERASMUS+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში✅
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2024/2025 შემოდგომის სემესტრისთვის, გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის - ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში, ბულგარეთის ვასილ ლევსკის სახელობის ნაციონალურ აკადემიასა და პოლონეთის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში✅
✅კონკურში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი
✅კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე და უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5)
✅კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:
✔დოკუმენტაციის წარმოდგენა (CV და სამოტივაციო წერილი ინგლისური ენაზე, ნიშნების ამონაწერი, ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ);
✔ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენისB1/B2სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);
✔გასაუბრება ინგლისურ ენაზე.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 აპრილი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ : erasmus@sportuni.ge
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/Rvq9VQc9GXChE9tP6